2015-06-23
Samsung-მა მაშუქიანი ფრონტალური კამერების მქონე ტელეფონები წარადგინა
Samsung-მა ჩინეთში ორი ახალი სმარტფონი Galaxy J7 და Galaxy J5 წარადგინა. მათი მთავარი თავისებურება მაშუქია ფრონტალური კამერისთვის, რაც სიახლეა კომპანიის მიერ წარმოებული ტელეფონებისთვის.
ორივე მოდელს აქვს: 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა შუქდიოდური მაშუქით და 13 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა აპერტურით f/1.9; 1.5 გბ-იანი ოპერატიული და 16 გბ-იანი ინტეგრირებული ფლეშ მეხსიერება; LTE-ს და ორი SIM ბარათის მხარდაჭერა.
Samsung Galaxy J7-ს გააჩნია: რვაბირთვიანი პროცესორი Snapdragon 615; 5.5 დუიმიანი დისფლეი რეზოლუციით 720 x 1280 პიქსელი და ბატარეა 3000 mAh.
Samsung Galaxy J5 კი აღჭურვილია: ოთხბირთვიანი პროცესორით Snapdragon 410; 5 დუიმიანი დისფლეით რეზოლუციით 720 x 1280 პიქსელი და ბატარეით 2600 mAh.
სმარტფონები იმართებიან ოპერაციული სისტემით Android 5.1 Lollipop.
ტელეფონები ჩინეთში უკვე მიმდინარე კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი შავ, თეთრ და ოქროსფერ ფერებში. Samsung Galaxy J7-ის ღირებულება 289, Samsung Galaxy J5-ის კი 225 დოლარია. ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა აღნიშნული სმარტფონები ჩინეთის ფარგლებს გარეთ.